გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,
გვარი, პირადი ნომერი: სალომე ასათიანი
საგანი: ინგლისური
ენა
სწავლების საფეხური/კლასი: III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
7
გაკვეთილის თემა:
“პროფესიები”
გაკვეთილის მიზანი:
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ
·
ლექსიკური ერთეულების ამოცნობას (როგორც ზეპირი ასევე
სწორი წერილობითი ფორმით)
·
მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის
მიღებას და თემასთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულების გამოყენებას რეალურ
სიტუაციაში (მოახდენენ ცოდნის ტრანსფერს);
·
ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კონკრეტულ
ქმედების შესრულებას (მართალია/მცდარია)
·
კრიტიკულ აზროვნებას, კომუნიკაციასა და თანამშრომლობას
·
ტექნოლოგიის გამოყენებას საგანმანათლებლო მიზნით
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსი
|
დრო
(წთ)
|
1
|
მასწავლებელი აცნობს გაკვეთილის თემას („Professions“)(რომელიც მოსწავლეების
მიერ იქნა შერჩეული)მიზანს/შეფასების რუბრიკას მოსწავლეებს.
|
პრეზენტაციის მეთოდი
|
მთელი კლასი
|
დანართი 1 ppt
|
2 წუთი
|
2.
|
პატარა ტესტის საშუალებით მასწავლებელი ამოწმებს თუ რამდენად ყურადღებით
ისმენდნენ მოსწავლეები საგაკვეთილო მიზნებს
|
მთელი კლასი/ინდივიდუალური
|
დანართი 1 ppt
|
2 წუთი
|
|
3
|
გამოწვევა:
ჯგუფი დაყოფილია წყვილებში, ისინი წერენ პროფესიებს powerpoint-poppet რესურსების გამოყენებით (წინარე ცოდნის გააქტიურება)
|
გონებრივი იერიში
|
წყვილებში
|
ლეპტოპი, ინტერნეტი
|
5 წუთი
|
4
|
მოსწავლეები ქმნიან კომიქსებს,სადაც უნდა გამოიცნონ პროფესიები და მოახდინონ სიტყვების მართლწერა.
შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას
|
წყვილებში
|
ლეპტოპი, პროექტორი
|
10წთ
|
|
5
|
მოსწავლეები საუბრობენ მათ საყვარელ პროფესიაზე და მოჰყავთ არგუმენტები
|
დისკუსია
|
მთელი კლასი
|
5 წუთი
|
|
6
|
მოსწავლეები აკეთებენ რომელიმე პროფესიის იმიტაციას, კლასის სხვა წევრებმა კი
უნდა გამოიცნონ.
|
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
|
მთელი კლასი
|
3 წუთი
|
|
7
|
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, კითხულობენ მცირე ზომის ტექსტს, რომლის
შემდეგაც წინადადებებს შეუსაბამებენ:მართალია/მცდარია
|
წყვილებში მუშაობა
|
მოსწავლის წიგნი, ფანქარი
|
10წუთი
|
|
8
|
მოსწავლეები შეუსაბამებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ის სამუშაო
იარაღებთან, რომლებსაც ისინი იყენებენ თავიანთ სამსახურში (learningapps.org)
|
წერითი მუშაობის მეთოდი
|
წყვილებში მუშაობს
|
5 წუთი
|
|
9
|
გაკვეთილის შეჯამება (მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები,სადაც ისინი წერენ
რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად)
|
წერითი მეთოდი
|
მთელი კლასი
|
ბარათები
|
2 წუთი
|
10
|
საშინაო დავალების მიცემა: დაახასიათე „მეხანძრე“ (სამუშაო რვეული)
|
ვერბალური, ზეპირსიტყვიერების მეთოდი
|
მთელი კლასი
|
1 წუთი
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·
უცხ.დ.III.1. მოსწავლეს
შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.
·
უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა.
·
უცხ.დ.III.7. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები
და სტრატეგიები.
·
უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
·
უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
·
უცხ.დ.III.14. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
·
უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან თანამშრომლობა.
შეფასება
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
საშუალოზე
მაღალი
|
მაღალი
|
თემასთან დაკავშრიბულ ლექსიკურ ერთეულების ამოცნობა სხვადასხვა კონტექსტში
და მარტივ ინტერაქციაში მათ გამოყენება.
|
არ შეუძლია ლექსიკური ერთეულების ამოცნობა და მათი პრაქტიკული გამოყენება
|
ნაწილობრივ ამოიცნობს ლექსიკურ ერთეულებს სხვადასხვა კონტექსტში და დამოუკიდებლად
ვერ ახერხებს მათ მარტივ ინტერაქციაში გამოყენებას
|
ახერხებს ლექსიკური ერთეულების
გამოცნობას თუმცა ზოგჯერ შეცდომით იყენებს რეალურ სიტუაციაში
|
უშეცდომოდ ამოიცნობს ლექსიკურ ერთეულებს სხვადასხვა კონტექსტში და თავისუფლად
იყენებს მათ მარტივ ინტერაქციაში
|
შეუძლია კონკრეტული ქმედების შერულება ტექსტზე დაყრდნობით
|
არ შეუძლია ტექსტზე კონკრეტული ქმედების განხორციელება
|
დახმარების გარეშე ვერ ახერხებს კონკრეტულ მოქმედებას ტექსტზე დაყრდნობით
|
ხარვეზებით ხერხებს კონკრეტული ქმედების შესრულებას ტექსტზე დაყრდნობით
|
წარმატებით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას ტექსტზე დაყრდნობით
|
შეუძლია თანამშრომლობა და კომუნიკაცია თანატოლებთან
|
არ შეუძლია თანატოლებთან თანამშრომლობასა და კომუნიკაციას
|
უჭირს თანატოლებთან თანამშრომლობა და მათთან კომუნიკაცია
|
ახერხებს კომუნიკაციას მაგრამ უჭირს თანამშრომლობა
|
თავისუფლად თანამშრომლობს და კონტაქტობს თანატოლებთან
|
იყენებს ტექნოლოგიებს საგანმანათლებლო მიზნით
|
ვერ ფლობს კომპიუტერთან მუშაობის ზოგად უნარ-ჩვევებს.
|
მიზანმიმართუ-ლად არ იყენებს ისტის უნარჩვევებს
|
მეტწილად ახერხდბს ტექნოლოგიების გამოყენებას მიზნობრივად
|
მიზანმიმართულად იყენებს ტექნოლოგიებს საგანმანათლებლო მიზნით
|
ხელმოწერა: სალომე ასათიანი
No comments:
Post a Comment