პროექტები


N
პროექტის გეგმა
1
პროექტის სახელწოდება
„დაუვიწყარი მოგზაურობა“
2
პროექტის მთავარი იდეა (თემა)
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გაცნობა, მათი ღირსშესანიშნავი ადგილების, კულტურისა და ისტორიის შესწავლა.
3
პროექტის აქტუალობა
პროექტი ძალიან აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები  შეძლებენ სხვადასხვა ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, მათი ტრადიციებისა და კულტურის ამოცნობას, რაც მათ დაეხმარება განსხვავებული კულტურის მიმართ გამოხატოს ტოლერანტული დამოკიდებულება.
უცხოური ენის საკომუნიკაციო უნარების დაუფლებასთან ერთად მოსწავლეებს დადებითი დამოკიდებულება უყალიბდებათ განსხვავებული ცხოვრების წესის, ღირებულებების, მენტალობის ადამიანების პატივისცემისა და უცხოური კულტურული კონტექსტებისადმი. ასეთი სახის აქტივობები კი მოსწავლეებს გაუღრმავებს კულტურული კუთვნილების განცდას, გააცნობიერებინებს კულტურულ მრავალფეროვნებას, ასწავლის საკუთარი და უცხოური კულტურის დაფასებას. ამასთანავე ასეთი ტიპის დავალებები ხელს უწყობს კომუნიკაციურ-ენობრივი უნარების უკეთ დაუფლებას, რამდენადაც მოსწავლეებს უწევთ ენობრივ თუ კომუნიკაციურ აქტივობებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განსხვავებულ სიტუაციაში გადატანა.
4
პროექტის მიზანი
1.     მოსწავლეებს განუვითარდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
2.   მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება, გამოთქვან შეფასებები, გაავლონ პარალელები საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან.
3.     მოსწავლეები შეძლებენ იდეების ნათლად ფორმულირებას წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით უცხო უნაზე.
4.     მოსწავლე შეძლებს პასუხისმგებლობის გაზიარებას მუშაობის პროცესში.
5.     მოსწავლეს ეხერხება ინფორმაციის ეფექტურად მოპოვება, მის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
6.     მოსწავლე შეძლებს ტექნოოგიების გამოყენებას, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზებისა და შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალებას.
7.     მოსწავლე შეძლებს თანამშრომლობასა და კომუნიკაციას
5
მოსწავლეთა ასაკი
IV კლასი
6
ხანგრძლივობა
4 კვირა
7
მოსალოდნელი შედეგები
1.     მოსწავლეები კუთხულობენ წიგნებს და ონლაინ ლიტერატურას შესაბამის თემატიკაზე.
2.     ისინი თანამშრომლობენ როგორც ჯგუფურად, ასევე წყვილებში
3.     მოსწავლეები შექმნიან ციფრულ რესურსებს და განათავსებენ ონალინ სივრცეში.
4.     მოსწავლეები გააკეთებენ პოსტერებს და მოახდენენ მათ პრეზენტაციას.
5.     მოსწავლეებს შეუძლიათ ისტის სხვადასხვა ინსტურმენტის გამოყენება
8
პროექტისთვის საჭირო რესურსები
ინტერნეტი, ლეპტოპები,პოსტერები,მარკერები
9
პროექტის მსვლელობა
1.     პროექტის შინაარსის შედგენა მოსწავეებთან ერთად.
2.     სამუშაო წყვილებად გადანაწილება მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
3.     ქვეყნების შერჩევა და მათი წყვილებში გადანაწილება (სულ 6 ქვეყანა)
4.     ინფორმაციის მოძიება, მათი დამუშავება და შეჯამება
5.     მოძიებული ინფორმაციით პრეზენტაციის გაკეთება მასწავლებლის დახმარებით ისტის სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით. (ppt, emaze.com)
6.     ჩვენი ქვეყნის გაცნობა და მასზე პრეზენტაცია (madmagz.com)
7.     ელექტრონული წიგნების შექმნა და მათი პრეზენტაცია(storyjumper.com; ).
10
საგნობრივი სტანდარტი
უცხ.დ.IV.5. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
უცხ.დ.IV.7. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სტრატეგიების გამოყენება.
ცხ.დ.IV.9. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.
უცხ.დ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
უცხ.დ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.დ.IV.14. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.
უცხ.დ.IV.15. მოსწავლეს შეუძლია უცხო და მშობლიური კულტურულ და  სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.
უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების /ნაკეთობების გამოფენის მოწყობა, სპექტაკლის დადგმა, უცხოური სამზარეულოს სხვებისთვის გაცნობა და სხვა) განხორციელება.
უცხ.დ.IV.19. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
უცხ.დ.IV.18. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
უცხ.დ.IV.22. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
11
ხელმძღვანელი
სალომე ასათიანი
12
ელ-ფოსტა
saloasatiani30@gmail.com
13
ვებ-ბლოგი
Saloasatiani.blogspot.com


No comments:

Post a Comment